გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნინო ნაცვლიშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის უმძიმეს დაავადებას, სიმსივნეს ებრძოდა. ის რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნინო ნაცვლიშვილი მერიაში 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. ბოლოს ის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.