სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 214 849 ლარით ფინანსდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი