წინანდალში სასტუმრო “პარკ ჰოტელი” გაიხსნა
წინანდლის მამულში სასტუმრო “პარკ ჰოტელი” ოფიციალურად გაიხსნა.
კახეთის მხარეში სახლმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8 სექტემბერს გაიხსნება და 22 სექტემრამდე გაგრძელდება.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ამ ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად წინანდლის კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL).
,,70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყობა. ფესტივალის დასრულების შემდეგ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.