გურჯაანმა ხილის ფესტივალს უმასპინძლა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ხილის ფესტივალი 2019″ ჩატარდა.
ღონისძიების მიზანს კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაცია და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ფესტივალზე მოწვეული იყვნენ ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საგანმანათლებლო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ფესტივალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, “მუნიციპალური კულტურის ცენტრის”, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი ნინი შერმადინის, ოთო ნემსაძისა და ბენდი „ხარება“-ს მონაწილეობით.
ნატალია ცისკარაშვილი