ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენლი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს.
ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.