კახეთის გუბერნატორი- უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში რომელიც თუშეთში ხრამში გადავარდა
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში, რომელიც თუშეთში ხრამში გადავარდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა. მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ უცხოელი ტურისტები მართავდნენ ხრამში გადავარდა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, თუმცა მათთან დაკავშირება მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.