პრემიერი- კახეთის ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ 25 %-ია გამოყენებული
კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დატოვა მემკვიდრეობით, რასაც მიზანმიმართული პოლიტიკა სჭირდება, რათა ქართული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს
„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე. ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეეხება.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა მემკვიდრეობაში და ბუნებრივია, ამას სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება.
ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია- ინკლუზიური განვითარების რესურსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.