საგარეჯოში, გურჯაანში და დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლები გაშენდება
საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ ფართობზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება. პროექტის მიზანია პროექტის მიზანია ნიადაგის დაცვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი პროექტის – „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ პრეზენტაცია გაიმართა. ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება.
მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ განხორციელებისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა” (AMMAR) ფარგლებში ახორციელებს.