სოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს.
მომხდარ ფაქტს ადასტურებს ამბულატორიის ექიმი. ელმირა ბეციაშვილის ინფორმაციით, სამსახურში მისულ თანამშრომლებს, კედელი და ჭერი ლაყე კვერცხებით დასვრილი დახვდათ. მომხდარი ფაქტის შესახებ ბეციაშვილმა ინფორმაცია სამართალდამცავებს უკვე მიაწოდა.
ელმირა ბეციაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბეციაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სახლში ე.წ. მოლოტოვის სამი კოქტეილი შეაგდეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი