არჩევნებიახალი ამბები

ომალოს საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის პლაკატია გაკრული

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატია გაკრული.

როსტომ ალხანაშვილის განცხადებით, ეს საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება.

“პლაკატი უშუალოდ კენჭისყრის შენობაში არ უნდა იყოს გაკრული, თორემ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის პრობლემა”, – განაცხადა როსტომ ალხანაშვილმა, რიმელიც ცოტა ხნის წინ სწორედ ომალოს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, საარჩევნო უბანზე კანდიდატის ყოფნა აგიტაცია არ არის და ამომრჩეველთან მისასალმებლად მივიდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი