სოფელ ლეჩურში 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, მდინარე სტორთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს შემთხვევით გამვლელებმა მიაგნეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 80 წლამდე მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი