სუსი – მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სატელეფონო ჩანაწერი არ არის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, სატელეფონო ჩანაწერი არ არის, – აცხადებენ სუს-ში.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე განხორციელდა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტოგადაღება.
სუს-ის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი