სოფელ ჰერეთისკართან მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე, მდინარე ალაზანზე წყლის დონემ დაიკლო და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით, მაღალი განმავლობის ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით მორიგეობით მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.