კახეთის გუბერნატორი-პანკისის ხეობაში ვითარება მართულია
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისს თქმით, პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები მართულია.
ქადაგიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჰესის მშენებლობამ შესაძლოა ხეობას ზიანი მოუტანოს.
გუბერნატორი საუბრობს ჯგუფზე, რომელიც მისი განცხადებით, დილიდან ესხმის თავს პოლიციას და მათთან კონფლიქტში შედის.
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი და თუ ვინმე პროცესებს ხელოვნურად დაძაბავს, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.