კახეთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ლ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 4 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 9 აბი „სუბოქსინი“.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი