ახალი ამბები

სოფელ ართანაში, ერთ-ერთ ობიექტზე მშენებარე კედელი ჩამოინგრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ერთ-ერთ ობიექტზე მშენებარე კედელი ჩამოინგრა და შედეგად სამი მუშა დავაშავდა.

ნანგრევებიდან დაშავებულები უკვე გამოიყვანეს, ისინი კონტაქტური არიან.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები.

ნიკოლოზ ესიტაშვილი