საგარეჯოს მერიამ მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვისთვის 61 907 ლარის ღირებულების ტენდერი გამარტივებული პირობებით გამოაცხადა.
სატენდერო განაცხადში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ 2019 წლის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მომსახურება უნდა შეისყიოდონ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით.
გამარჯვებულის გამოვლენამდე და ხელშეკრულების დადებამდე, ბავშვებმა რომ სკოლებში ტრანსპორტით იარონ და ამ მხრივ მომსახურება არ შეწყდეს, აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების მომსახურების შესყიდვა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი