თელავის მერიასა და ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და თელავის ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც “knews.ge”-ს მერიაში განუცხადეს, მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კერძოდ სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო ერთობლივ საქმიანობას. უწყების ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ერთობლივი საქმიანობის წარმოჩენა მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა და თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი