კახეთში სარწყავი არხიდან რკინა-ბეტონის ფილები მოიპარეს
კახეთის პოლიციამ სარწყავი არხიდან რკინა-ბეტონის ფილების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მოპარული ფილები ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი