,,ქართულმა დასმა” თელავში აქცია გამართა
საინიციატივო ჯგუფმა ,,ქართული დასი” თელავში 9 აპრილის მემორიალთან „მიგრანტთა პაქტის“ წინააღმდეგ აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორმა, საინიციატივო ჯგუფის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გაეროს ,,მიგრანტთა პაქტაზე” ხელისმოწერის გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია სხვადასხვა ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების საქართველოში ჩამოსახლება, რაც დაუშვებელია.
,,მიგრანტთა პაქტაზე” ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტით საქართველომ აიღო ვალდებულება და დაგეგმილია, რომ საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტთა ჩამოსახლება, დასაქმება და მათი სათვისტომოების ჩამოყალიბება მოხდეს. ეს საფრთხის შემცველი იქნება ყველასთვის. სხვადასხვა ქვეყნიდან მიგრანტების ჩამოსახლება გაზრდის კონფლიქტების რისკს. ეს ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს დემოგრაფიაზე.
,,მიგრანტთა პაქტის” წინააღმდეგ თბილისში 12 მარტს პარლამენტთან დაგეგმილია საპროტესტო აქციის მოწყობა . მოვუწოდებ ყველა კახელს მხარდაჭერისკენ”,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.