ახალი ამბები

საგარეჯოში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში სტიქიამ ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

როგორც “კახეთის ხმას” საგარეჯოს მერმა განუცხადა, ძლიერმა ქარმა სოფელ იორმუღანლოს გზაზე ქარსაცავ ზოლში მდებარე ალვის ხეებიც წააქცა, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
გიორგი ერბოწონაშვილის ინფორმაციით, სოფელ უდაბნოსა და იორმუღანლოში უკვე ჩავიდნენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ზარალს ადგილზე ითვლიან.
მისივე თქმით, ზარალის ზუსტი ოდენობა დღეს გახდება ცნობილი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი