თელავში სასტუმრო ,,Seventeen Rooms’’ გაიხსნა
ქალაქ თელავში, ლეონიძის ქუჩაზე ბუტიკური ტიპის სასტუმრო ,,Seventeen Rooms’’ გაიხსნა. სასტუმროში განთავსებულია 11 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი და ღია აუზი.
სასტუმროს წარმომადგენელი, ლევან მესაბლიშვილი აცხადებს, რომ სასტურო გამორჩეულია არქიტექტურით და ინტერიერით და ამავე დროს თანამედროვე დიზაინის, კომფორტისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციაა.
,,ქალაქ თელავში სასტუმრო 17 იანვარს გაიხსნა. ბუტიკური ტიპის სასტუმროში 11 ნომერია განთავსებული. ასევე კონფერენციების და შეხვედრების ჩასატარებლად გვაქვს საკონფერენციო დარბაზი სტუმრების მისაღებად. აქ ფუნქციორებს სტუმრებისთვის ბარი და რესტორანი. სასტუმროში განთავსებულია ღია აუზი, რომელიც დამსვენებელს აპრილში მიიღებს. გარდა ამისა, გვაქვს შიდა ეზო, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ გიგოს გორაზე ასვლა, სადაც წმინდა ნინოს ეკლესია მდებარეობს და ულამაზესი ხედი იშლება. ამ დროისთვის ტურისტული სეზონი არ არის და მცირეა სტუმრების რაოდენობა, თუმცა ველოდებით სეზონზე მათი რაოდენობის გაზრდას. ტურისტებს შეუძლიათ, ელექტრონულად დაჯავშნონ ნომრები. ფასებს რაც შეეხება, ერთი ადამიანისთვის 100 ლარიდან იწყება, ხოლო ორისთვის 150 ლარიდან ’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ლევან მესაბლიშვილმა.