პრემიერ-მინისტრი დღეს სოფელ უდაბნოს ესტუმრება
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ჩავა.
მამუკა ბახტაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სოფელში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ღონისძიება 12 საათზეა დაგეგმილი. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა ადგილობრი მოსახლეობას საშუალებას მისცემს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს.
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი