ხვალ გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება
გურჯაანის სასამართლოში ხვალ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ხვალინდელ პროცესზე გადაწყდება დარჩება თუ არა კირკიტაძე პატიმრობაში.
კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა გასული წლის 20 დეკემბერს შეუფარდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ6 დეკემვერს, სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე მოსამართლის განჩინებით 18 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძეს გამოძიება ინციდენტის დროს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კირკიტააძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი