თელავში ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა არ იგეგმება
შპს “თელავგაზის” მენეჯერი ბუნებრივი ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. დავით ჯერმიზაშვილის ინფორმაციით, თელავში როგორც მოქალაქეებისთვის ისე კომერციული აბონენტებისთვის გაზის საფასურის ზრდა არ იგეგმება.
,,მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. ასევე კომერციული მომხმარებლებისთვისაც დარჩება იგივე ტარიფი რაც იყო. ბოლოს ტარიფი შეიცვალა 2016 წელს, მას შემდეგ ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ამ ეტაპზე კომერციული აბონენტებისთვის ტარიფი 1,09 ლარია’’, – განუცხადა knews.ge-ს დავით ჯერმიზაშვილმა.