ახალი ამბები

ლაგოდეხის სოფელ ონანურში გამაჯანსაღებელი ფიტნეს კლუბი გაიხსნება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდათში სპორტული გამაჟანსაღებელი ფიტნეს კლუბი მოეწყობა. მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, უცნობია, რა თანხა იქნება საჭირო ფიტნეს კლუბის მოსაწყობად.
“სოფელ ონანურის მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე პრიორიტეტად სპორტული გამაჯანსაღებელი ფიტნეს კლუბის გახსნა დაასახელა. აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფენის თემის სოფლებში განხორციელდება. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ შერჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით 920 000 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი