გურჯაანის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ გიორგი ვაშაძე ცნო

დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაასრულა და გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დევი დევიძემ ვაშაძეს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო ნიკა მელია კი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ სცნო.
გამოძიება პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი ვაშაძესა და ნიკანორ მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდა.
გურჯაანის სასამართლომ, ნიკანორ მელიას ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია, რის გასაჩივრებასაც დავის მხარე სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.
16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *