თელავის საკრებულომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
წარმომადგენლობით ორგანოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომლის შესარჩევად ჩატარდება გამარტივებული კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს. უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
“საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის სპეციალისტის ფუნქციები იქნება საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მომზადება; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1000 ლარია”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე მიმდინარე წლის 17 თებერვლამდე შეეძლებათ.
კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე მიიღებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი