2019 წელს კახეთში წყალმომარაგების მიმართულებით 16 პროექტი განხორციელდება
მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში წყალმომარაგების და წყალარინების 16 პროექტი განხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები განხორციელდება თელავის, სიღნაღის, ახმეტის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
,,მიმდინარე წელს იგეგმება წყალმომარაგების და წყალარინების მოსაწესრიგებლად პროექტების განხორციელება. შედეგად მოსახლეობას მოეხსნება წყალთან დაკავშირებით პრობლემა და მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას. საქართველოს რეგიონებში ჯამში იგეგმება 85 პროექტის განხორციელდება, რისთვისაც 282 მილიონი ლარი დაიხარჯება”,- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.