ყვარლის 24 სოფელში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ყვარლის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში მოსახლეობის საერთო კრება ჩატარდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრების დროს მოსახლეობასთან კონსულტაციებით, საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხები, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვანია თითოეული სოფლისთვის.
,,დასრულდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ” ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები. მოსახლეობამ გამოკვეთა ის პრობლემური საკითხები, რომელიც შემდეგ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხებით მოგვარდება. ძირითადი საკითხები რაზეც ადგილობრიბენმა ყურადღება გაამახვილეს არის: საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების მოწყობა, სკვერისა და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა, გარე განათების გაკეთება და ხიდების რეაბილიტაცია”,– განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.