დღეიდან საგარეჯოში სპორტული დარბაზები პროტესტის ნიშნად დაიკეტება
საგარეჯოში სპორტული დარბაზები დღეიდან დაიკეტება. ეს გადაწყვეტილება მოქმედმა მწვრთნელებმა მიიღეს, რადგან სპორტული აიპის ხელმძღვანელის, მამუკა კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა უარი განაცხადა.
მხარდამჭერები კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საგარეჯის მაჟორიტარ დეპუტატს, რომან მუჩიაშვილსაც შეხვდნენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად 9 და 10 თებერვალს ძიუდოში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
გუშინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობის წინ, სადაც სპორტსმენები, მწვრთნელები და მხარდამჭერები მერს, გიორგი ერბოწონაშვილს სპორტული აიპის ხელმძღვანელის, მამუკა კურდღელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი