“პანკისელი სამი უხუცესი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს”
პანკისში ჰესებთან დაკავშირებით გამართული სახალხო კრების დასრულების შემდეგ სამი უხუცესი თელავში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
უხუცესების ინფორმაციით, მათ პოლიციის ხელმძღვანელი შეხვდათ, რეგიონში ჰესის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ადგილობრივების დარწმუნებაში დახმარება სთხოვა. ამ ფაქტს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ხელისუფლება სასურველი შედეგის მიღებას ყველანაირი გზებით ცდილობს.
“ცდილობენ პრეცედენტი არ შექმნან, რომ სადღაც მოსახლეობას გამოუვიდა ასეთი სახის პროექტის შეჩერება. მოსახლეობაში ცდილობენ შიშის დათესვას, მაგრამ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს,”- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი