სოფელ წინანდალში ავარიის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუმინ გვიან ღამით მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა თავდაპირველად განათების ბოძს, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორივე დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი