ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმეზე გურჯაანის სასამართლოში მორიგი პროცესი 31 იანვარს ჩაინიშნა
გურჯაანის სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმეზე პროცესი 31 იანვრისთვის გადაიდო.
რამდემიმე საათიანი პროცესის შემდეგ მოსამართლე დევი დევიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცდებულების საფუძველზე გადაწყვეტილება არ მიუღია. მოსამართლემ მტკიცებულებების შესასწავლად ერთ კვირიანი ვადა მოითხოვა.
ნიკა მელია გიორგი ვაშაძისა და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურ დევნად აფასებს. მელიას თქმით, შსს მიერ წარმოდგენილი 29 წამიან ვიდეო, რომელიც ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა, აბსურდია. ვიდეოში ასახულია სამართალდამცავების საუბარი. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერები მათ მიმართ ძალას იყენებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.
“იმდენად აბსურდული ვიდეოა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ მოსამართლეც კი ვერ გამოიტანს გამამტყუვნებელ განაჩენს” – განაცხადა მელიამ.
ბრალდება ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძეს სოფელ ველისციხესთან 16 დეკემბრის დაპირისპირების დროს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავება.
კანონის ეს მუხლი 1 000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. გასათვალისწინებელია, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის წევრია და იმუნიტეტით სარგებლობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე მას ადმინისტრაციულ პატიმრობას ვერ შეუფარდებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი