გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.