კახეთში წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
კახეთის რეგიონში წითელა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში წითელას ვირუსი 24 პაციენტს დაუდგინდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, წითელათი ინფიცირებული 42 ადამიანი გამოვლინდა.
“წითელსას ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია დაფიქსირდა. 2018 წლის განმავლობაში წითელას 24 შენთხვევაგამოვლინდა, აქედან 13 დეკემბერში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 0-20 წლამდე ასაკის 24 პაციენტია წითელას ვირუსით ინფიცირებული, ხოლო 21-40 წლამდე და ზევით ასაკში კი 18 შემთხვევაა დაფიქსირებული. ნებისმიერი ასეთი ვირუსის და რა თქმა უნდა წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება აუცილებელია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ უმნიშვნელოვანესია ბავშვთა დროული აცრა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი