მოსამართლე მაჩალიკაშვილების სარჩელზე გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე 5 თებერვალს გამოაცხადებს.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ბერძულმა განაცხადა, მათ სასამართლოში დასაბუთებული
სარჩელი წარადგინეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სუს-მა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
„გაჟღერებული ტერმინოლოგია და გაჟღერებული ინფორმაციის მთლიანი კონტექსტი იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშუალობის პრეზუმფცია. თუკი არსებობს ეჭვები, ეს ეჭვებიც საზოგადოებისთვის მიწოდებული და გაჟღერებული უნდა იყოს ეჭვების ფორმატში და არა მტკიცებით ფორმატში. ჩვენი თვალსაზრისით, ის სტანდარტები, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციასთანაა, დარღვეულია. 5 თებერვალს, სასამართლო მის პოზიციას გვეტყვის. თუ ჩვენს პოზიციას არ გაიზიარებს, ამ საქმეა შემდეგ ინსტანციებში მივყვებით”, – განაცხადა ბერძულმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.
მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ედვება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი