თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა გაიზარდა.
საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, სტაციონარში სხვადასხვა ასაკის 30 პაციენტი, მათ შორის ხუთი ბავშვი, მკურნალობს. ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, H1N1 ვირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.
„პაციენტების უმრავლესობას სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ. სიტუაციას ვმართავთ და უტარდებათ თერაპიის ინტენსიური კურსი. დეკემბრიდან საავადმყოფოში გრიპის ვირუსით მომართვიანობა ორჯერ არის გაზრდილი. ამ ეტაპზე 30 ადამიანი მკურნალობს”, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი