ახალი ამბები

პანკისის სპეცოპერაციის 1 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ორი აქცია გაიმართება

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ორი აქცია გაიმართება.
ერთი აქცია-პერფომანსი ე.წ. მოდულის შენობასთან 11:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, ხოლო მეორე შვილმკვდარი მამების აქცია 15:00 საათზე, პარლამენტის წინ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ უკვე 1 წელია კითხვები არსებობს.