ახალი ამბები

თელავში დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ თამარ ხულორდავას სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.
როგორც knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ.ბ. მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში, საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი