სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ოპოზიციის ბრალდებულ აქტივისტს გირაოს გადახდა დააკისრა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ აქტივისტს აღკვეთი ღონისძიების სახით, 5000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა.
პროკურატურა ითხოვდა ვლადიმერ მუსაევისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. საქმის პროკურორის განმარტებით, არსებობდა ვლადიმერ მუსაევის მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედებისა საფრთხე, რის გამოც ბრალდების მხარემ დაყენა ოპოზიციის აქტივისტის პატიმრობაში დარჩენის შუამდგომლობა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გამოძიება გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომელიც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების დაზიანებას.
ვლადიმერ მუსაევი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანში 19 დეკემბერს დააკავეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი