ქეთევან მირიანაშვილს, რომელიც პოლიციის ავტომანქანის დაზიანებაზეა დაკავებული, ბრალს დღეს წარუდგენენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების გამო 20 დეკემბერს დაკავებულ კიდევ ერთ პირს ქეთევან მირიანაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. მას გამოძიება პოლიციელის ავტომანქანის დაზიანებას ედავება.
დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ველისციხეში 16 დეკემბრის დაპირისპირებაში მონაწილე ქალი 20 დეკემბერს დააკავა.
მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი