ახალი ამბები

მედიკოსები – სოფელ ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სოფელ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის, ლელა შალვაშვილის ინფორმაციით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. ნაწილმა უკვე დატოვა საავადმყოფო. მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება, აქედან ნაწილი ალბათ დარჩება სტაციონარში. დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა, ზოგიერთს აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და თავის ზედაპირული ტრავმა“, – განაცხადა ლელა შალვაშვილმა.

გუშინ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. გუორგი გახარიამ სოფელ ველისციხეში დაპირისპირების დროს დაშავებული 7 სამართალდამცავი მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა. პოლიციას კი გზა გადაკეტილი ჰქონდა, რის გამოც ოპოზიციის კოლონამ თელავისკენ მოძრაობა ვეღარ გააგრძელა, რომელმაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი