თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია
თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისთვის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ბოლო დეტალებს აზუსტებენ და გენერალური რეპეტიცისთვის ემზადებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
ინაუგურაციის ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცის დადების ცერმონიის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს წინანდლის მამულის ნაცვლად თელავის თეატრში უმასპინძლებს. ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.