ყვარლის საოლქო კომისიამ 1 საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო 1 არ დააკმაყოფილა
ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 2 საჩივარი შევიდა. როგორც knews.ge-ს საოლქო კომისიაში განუცხადეს, 1 საჩივარი განუხილველად დატოვეს, ხოლო 1 არ დააკმაყოფილეს.
“ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 2 საჩივარი დაიწერა. 1 საჩივარი ვადების დარღვევით შემოიტანეს, რის გამოც კომისიამ გადაწყვიტა, რომ არ განეხილა. 1 საჩივარი კი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-14 საარჩევნო უბანზე მომჩივანი ითხოვდა საუბნო საარჩევნო კომისიის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, რადგან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს ხელმოწერის გარეშე. ეს ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა და შესაბამისად არ იყო იმის საფუძველი, რომ კომისიის თავმჯდომარის დისციპლინარული პასუხისმგებლობა დამდგარიყო”, – განუცხადა knews.ge-ს ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, ნატო ნაპირელმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი