დედოფლისწყაროში საოლქო კომისიაში დაწერილ 2 საჩივარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
დედოფლისწყაროს მე-14 ოლქში შესულ 2 საჩივარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ნინო მჭედლიშვილის თქმით, ორივე საჩივარი, რომელსაც ერთი თვის ვადაში განიხილავენ, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
,,დედოფლისწყაროს მე-3 და მე-20 საარჩევნო უბნებზე დაწერილ საჩივრებს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით ერთი თვის ვადაში განვიხილავთ. ამ ეტაპზე გარკვეულ პირების ახსნა-განმარტებებს ართმევენ. ამ პროცესს თავისი პროცედურები აქვთ და არ ვიცით, როდის იქნება ყველაფერი მზად. ერთი საჩივარი მე-20 საარჩევნო უბანზე ,,სამართლიანი არჩევნების’’ წარმომადგენლმა დაწერა. დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საეჭვო ბიულეტენის გადაღების საშუალება არ მისცა. მე-3 უბანზე დაწერილი მეორე საჩივარი კი ეხებოდა შემაჯამებელ ოქმში მონაცემის გადასწორებას“,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო მჭედლიშვილმა.