ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ დაწერილა
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ დაწერილა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგვასად არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და არასამთავრობო ორგანიზაციიდ წარმომადგენელს კომისიისთვის საჩივრით არ მიუმართავს.
“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური ისე ჩავატარეთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში და უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. 2006 წლიდან ვარ ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თუმცა მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს. ძალიან კარგად მოვემზადეთ არჩევნებისთვის. რაც მთავარია, საუბნო საარჩევნო კომისიები იყო კვალიფიციური კადრით დაკომპლექტებული”, – განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
ლაგოდეხში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 10497-მა მოქალაქემ, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 51.72%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი დაუჭირა 9799-მა ამომრჩეველმა. ეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 48.28%-ს შეადგენს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი