სიღნაღში ქურდობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული ნ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ვაქირის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერები და ქსეროქსის აპარატი მოიპარა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რომელიც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ქურდობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მომხდარი ქურდობის ფაქტიც გახსნეს.
,,სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული ვ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ქალაქ წნორში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთი მოიპარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს”, -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.