სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი გარდაიცვალა
სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა. ადამ გუმაშვილმა 5 წლის წინ დატოვა ხეობა. ის ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ადამ გუმაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და სამძიმარს იღებს.
44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ოჯახმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა.