შსს-ჩუმლაყში მომხდარი ფაქტი პოლიტიკას არ უკავშირდება
შს სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩუმლაყში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.
„მსურს გამოვეხმაურო ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე, როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან. ეს ადამიანი ამჟამად პოლიციის განყოფილებაშ იმყოფება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს გაუხსნეს, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილი ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა.
ნატალია ცისკარაშვილი